გენდერული თანასწორობის კონფერენცია თბილის დეკლარაციის მიღებით დასრულდა

11.11.2015

თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია - „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ - თბილისის დეკლარაციის მიღებით დასრულდა. დეკლარაცია მიზნად ისახავს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ქვეყნის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების განმტკიცებას.

გენდერულ საკითხზე კონფერენციის მონაწილეებმა ქალების როლზე ისაუბრეს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხში

11.11.2015

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მესამე თემატური სესია გაიმართა, რომლის ფარგლებში კონფერენციის მომხსენებლებმა ქალების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრეს მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესებში. მესამე სესიის მოდერატორი იყო ევრო-ატლანტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი ელენა მილიჩი.

გენდერულ საკითხზე კონფერენციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემატიკაზე იმსჯელეს

10.11.2015

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მეორე თემატური სესია გაიმართა, რომლის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემატიკაზე ისაუბრეს.

ჰემიო ლააკონენი - გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ათწლეულის განვითარების მიზნებში

10.11.2015

მჯერა, რომ მაღალი დონის კონფერენცია გენდერულ თანასწორობაზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, დაგვეხმარება კიდევ ერთ ნაბიჯი გადავდგათ წინ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაუმჯობესებისთვის ერთობლივი ძალისხმევით ვიმოქმედოთ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მაღალი დონის კონფერენცია შეაფასა

10.11.2015

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარინა კალიურანდი, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მაღალი დონის კონფერენციას აფასებს. ის ულოცავს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რომ ასეთ დიდ ყურაღებას აქცევენ გენდერული თანასწორობის საკითხს.

გამომსვლელები
  • მარია კალიურანდი - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    „ახლა უფრო, ვიდრე ოდესმე, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს უნიკალური შესაძლებლობა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები გენდერული თანასწორობისკენ“- აცხადებს ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია კალიურანდი, რომელიც ა.წ. 10 ნოემბერს თბილისს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.

  • ჰეიმო ლააკონენი - გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორი

    მჯერა, რომ მაღალი დონის კონფერენცია გენდერულ თანასწორობაზე, რომელიც თბილისში 9-10 ნოემბერს გაიმართება, დაგვეხმარება წინ გადავდგათ ნაბიჯი და ერთობლივი ძალისხმევით ვიმოქმედოთ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაუმჯობესებაზე ევროპულ სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში

  • მარიეტ შურმანი – ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში

    ორმოცდაათი წლის წინ, უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1325, მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტების პრევენციის, მათი გადაწყვეტისა და მშვიდობის შენარჩუნების სფეროებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული რეზოლუცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ მშვიდობა პირდაპირ კავშირშია ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობასთან.

  • სალმა ნიმსი - ქალთა საკითხებში იორდანიის ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი

    ამგვარი მაღალი დონის კონფერენციის მოწყობა გენდერული თანასწორობის თემაზე ცხადყოფს საქართველოს მზადყოფნას გააღრმავოს დიალოგი და გაცვალოს გამოცდილება ევროპულ სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ქალთა უფლებების წინსვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობით, იორდანიას სურს გააკეთოს მისი ჩართულობის დემონსტრირება გენდერული თანასწორობის საკითხში და განიხილოს მეზობელ ქვეყნებთან ქალთა წინააღმდეგ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის დაძლევის შესაძლებლობები.

Copyright © 2015, Achieving Gender Equality | Tbilisi, Georgia